Saturday, March 13, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი: ახალი წელი საქართველოში

2.პროექტის მოკლე აღწერა1–2 წინადადებით: გავიხსენოთ რა ტრადიციებია ახალ წელს დასავლეთ–აღმოსავლეთ საქართველოში.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია,ბავშვებმა მოიძიონ მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ახალ წელს.როგორია ტრადიციები ამა იმ მხარეებში სუფრის გაშლის, სასმელის შერჩევის,მილოცვის და სხვათა,აგრეთვე როგორია მეკვლეს ფენომენი.

სასურველია მოიძიონ ინტერნეტში, როგორი იყო ახალი წელი სამეფო კარზე,ჰქონდათ თუ არა ჩიჩლაკი, ნაძვის ხე,რისგან მზადდებოდა პირველი და რითი რთავდნენ მათ.იციან თუ არა ,რომ გურულები ახალ წელს კალანდას ეძახდნენ (და ეძახიან კიდეც ახლა)
მოიძიონ საახალწლო სურათები და სიმღერები.


4.მონაწილეთა ასაკი: 8–9 წ.

5.ვადები–ხანგრძლივობა: ერთი თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება,დახარისხება. ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშობის უნარ–ჩვევის განვითარება.ნამუშევრების განთავსება ბლოგში. ინტერვიუს აღება,ფოტოების მოძიება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას ახალი წლის შესახებ.

8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი.ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ ერთმანეთს თავიანთ პროექტს.

9.სამუშაო ენა: ქართული

11.საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ენასთან .ეროვნული გეგმის მიხედვით მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებებსა დასტრატეგიებს

. მოსწავლეები იყენებენ დიალოგს, ინტერვიუს.
.მოსწავლეები განსაზღვრავენ მოსმენის მიზანს და იყენებენ შესაბამის სტრატეგიებს.
. მოსწავლეები მონაწილეობენ ინტერაქციაში.
. მოსწავლეები მიმართავენ წერის სათანადო სტრატეგიებს.

12.პროთტის ავტორი:ქ. ძაძამია

13.ავტორის ელ.ფოსტა: qdzadzamia@gmail. com

No comments:

Post a Comment